დასახელება: 1612: არეული დროის ქრონიკები ორიგინალური დასახელება: 1612 წელი: 2007 ჟანრი: სათავგადასავლო / ისტორიული რეჟისორი: ვლადიმირ ხოტინენკო როლებში: მიხაილ პორეჩენკოვი, ანდრეი ფედორცოვი, ალექსანდრ ბალუევი, მარატ ბაშაროვი, პიოტრ კისლოვი, ვიოლეტა დავიდოვსკაია, სვეტლანა დრუჟინინი, მიხალ ჟებროვსკი, რამონ ლანგა, არტურ სმოლიანინოვ, დანილ სპივაკოვსკი, ვალერი ზოლოტუხინ.
ფილმის შესახებ: ბორის გოდუნოვის სიკვდილის მერე მოკლულია მისი ქვრივი და ვაჟი ფედორი. მის ადგილს იკავებს თვითმარქვია ლჟედმიტრი. ერთი წლის შემდეგ ისიცაა მოკლული, ხელისუფლება გადადის ხელიდან ხელში. რუსეთში ხდება თანდათან უფორ საშიში. მეფის ოჯახის მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველია ბიჯუნა-მონა ანდრეი. მის მეხსიერებაში მტკიცედ დაიბეჭდა მეფესთან გასწორების სცენა, მაგრამ მთავარია, რომ მას არ შეუძლია დაივიწყოს ბორის გოდუნოვის ქალიშვილი ქსენია. ცოცხალია იგი? სად არის იგი ამ ჟამად? გადის წლები და გაურკვეველ ვითარებაში ანდრეი გაიცნობს მაღალი წრიდან ესპანელ ალვარო ბორხტას, რომელიც მასთან ჩხუბში იღუპება. ანდრეი იცმევს მის ტანსაცმელს , და ასაღებს საკუთარ თავს სხვა ადამიანად. ახლა იგი არის დახვეწილი, სიმპატიური, უშიშარი მებრძოლი და ახალგაზრდა ყმაწვლი, რომელიც წარმატებისაკენ მიისწრაფის. და რაც მთავარია მას ახლა შეუძლია ქსენია გოდუნოვის გადარჩენა და მისი გულის მოგება.
|