ამ ბოლო დროს ქართულ პროგრამირებაში აქტიურობა იგრძნობა, რაც ძალიან კარგია. რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ Getz Download Manager, რომელიც ქართული ფაილ სერვერებიდან ფაილების ჩამოტვირთვაში გვიწევს დახმარებას. დღეს კი გთავაზობთ MyVideo.GE Downloader-ს, რომელიც ცნობილი ქართული სერვერიდან, MyVideo.ge-დან ჩამოგატვირთინებთ ვიდეო ფაილებს. MyVideo.GE Downloader-ის გამოყენება საკმაოდ მარტივია: შედიხართ myvideo.ge-ზე, ნახულობთ სასრუველ ვიდეო ფაილს, აკოპირებთ მის URL-ს პროგრამის Download Video ველში და აჭერთ ღილაკს Get Video.